ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი გასცა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი გასცა, რომელიც ევროპის მასშტაბით ამოქმედდება. ორდერი, ამბოხებისაკენ მოწოდებისა და საჯარო თანხების გაფლანგვის გამოა გაცემული.

პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

დღეს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის სეპარატისტ ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ციხელაშვილის ინფორმაციით,ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს