წყნარ ოკეანეში ბირთვული ნარჩენების საცავის გუმბათი ინგრევა

აშშ–ის მიერ 1946–დან 1958 წლამდე პერიოდში ჩატარებული ბირთვული გამოცდების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით წყნარი ოკეანეს დაბინძურებამ შესაძლოა, გარემოს სერიოზული ზიანი მიაყენოს, – განაცხადა ფიჯის დედაქალაქ სუვაში ყოფნისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა, რომლის ინფორმაციით, ერთ–ერთ კუნძულზე ბირთვული ნარჩენების საცავის გუმბათი საკმაოდ სწრაფად ინგრევა.

The Washington Post ცნობით, ბირთვულმა აფეთქებებმა არაერთი კუნძული რადიაციის მაღალი დონის გამო საცხოვრებლად გამოუსადეგარად აქცია და ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მარშალის კუნძულების მთავრობამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვით, ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალია.

კუნძულ რუნიტზე დაცულ რადიოაქტიურ ნივთიერებებს შორისაა პლუტონიუმ–239, რომლის ნახევრადდაშლის პერიოდი 24 100 წელს შეადგენს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp