ევროკავშირის წევრი ქვეყნები თურქეთისთვის იარაღის მიყიდვას ზღუდავენ, თუმცა ემბარგოს არ უწესებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები თურქეთისთვის იარაღის მიყიდვას ზღუდავენ, თუმცა ემბარგოს არ უწესებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

იტალიამ, რომელიც თურქეთისთვის იარაღის მთავრი მიმწოდებელია, განაცხადა, რომ შეაჩერებს ანკარისთვის იარაღის მიყიდვის პროცესს. მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, ფინეთმა და შვედეთმა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ანკარისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზეც შეთანხმდნენ, რომელიც  თურქეთის მიერ კვიპროსის შელფზე დაწყებულ ბურღვით სამუშაოებს უკავშირდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
«სსრკ-ის დაშლის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ყველაზე უარეს მოლოდინებში წარმოიდგენდა»