„მთავარი არხი“ – 20 ივნისის ღამეს მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს

თბილისში 20–21 ივნისის მოვლენების დროს მომიტინგეს  რეზინის ტყვიების გარდა, ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს,  – იუწყება „მთავარი არხი“.

მისივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ 20 ივნისის ღამეს დაშავებული ცოტნე ცოტიაშვილის სამედიცინო დასკვნაში წერია. „დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მას ცეცხლასასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა“, – იუწყება „მთავარი არხი“.



მისივე ცნობით, ცოტიაშვილი ამჟამად დაკავებულია. მას სასამართლო არ ათავისუფლებს, პროკურატურა კი დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზვიად ძიძიგური საპარლამენტო თანამდებობას და უმრავლესობას ტოვებს