გახარიას მთავრობა პირველი სამთავრობო ცვლილებებისთვის ემზადება

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია მისი მეთაურობის პირობებში პირველი სამთავრობო ცვლილებებისთვის ემზადება. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუწევს. მედია წერს, რომ მის შემცვლელად ნინო ჯავახაძე განიხილება.ჯავახაძე გახარიას მოადგილე იყო ეკონომიკისა და შს სამინისტროებში. ჯავახაძის შესაძლო გამინისტრებაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ ვრცელდებოდა, როდესაც გახარია პრემიერობისთვის ემზადებოდა.

"თუ გადავხედავთ მის [ნათია თურნავას] პოლიტიკურ მოღვაწეობას, ყოველთვის რაღაც ჯგუფებთან არის დაკავშირებული. თურნავა არა გახარიას, არამედ ჩხარტიშვილის კადრია, მანამდე გელა ბეჟუაშვილის კადრი იყო, მოკლედ, გარდამავალი დროშასავით ერთი ჯგუფიდან მეორეშუ გადადის. ჩხარტიშვილი დღეს გავლენიანი ფიგურაა და მინისტრის პორტფელი თურნავას ჩაავარა",– აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. 

ეკონომიკის მინისტრის მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას თავა ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო