ტრამპი ერდოღანის მოქმედებით უკმაყოფილოა

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის მიერ სახიფათო და დესტრუქციული გზის გაგრძელების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, გაანადგუროს თურქეთის ეკონომიკა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი 50 პროცენტამდე გაზრდის ტარიფებს თურქულ ფოლადზე და დაუყოვნებლივ შეწყვეტს მოლაპარაკებებს 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო ხელშეკრულებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თურქეთის ქმედება აჩქარებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ქმნის შესაძლო ომის დანაშაულის პირობებს.

„აშშ-მა და ჩვენმა პარტნიორებმა 100 პროცენტით გაათავისუფლეს „ისლამური სახალიფოს“ ტერიტორია. თურქეთმა ამ მიღწევას ძირი არ უნდა გამოუთხაროს. თურქეთის პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლადი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების. რადგანაც აშშ-ის არმიამ „ისლამური სახალიფო“ გაანადგურა და სირიიდან გამოდის, ახლა ისევ განთავსდება და დარჩება რეგიონში და დააკვირდება ვითარებას, ასევე პრევენციას მოახდენს, რომ არ განმეორდეს 2014 წლის მსგავსი მოვლენები, როდესაც „ისლამური სახალიფოს“ საფრთხე სირიასა და ერაყში გავრცელდა“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

იხილეთ ასევე: აშშ რეგიონს ტოვებს, რუსეთი ძლიერდება: რას უქადის სირიული კრიზისი საქართველოს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ასამარებს საქართველოს შიდა კრიზისი: "მივიღებთ იმას, რომ რუსეთი დამშვიდდება"