ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 14 ოქტომბერს საუდის არაბეთში ჩავიდა, სპარსეთის ყურეში მზარდი დაძაბულობის ფონზე. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინი ამ ვიზიტისას სანავთობო ხელშეკრულებებს გააფორმებს.

რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს 24 ქვეყნისგან შემდგარ გაერთიანებასთან, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასთან (OPEC), რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში, რათა მიწოდების შეზღუდვით გაიზარდოს ნავთობის ფასები, 2014 წელს მათი გლობალურად დაცემის შემდეგ.


15 ოქტომბერს პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო