ირანი სირიასა და თურქეთს ინიციატივით მიმართავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და სირიაში დაძაბულობის შემცირების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 


ამასთან, მოჰამედ ჯავად ზარიფმა მოლაპარაკების აუცილებლობის კონტექსტში საუდის არაბეთზეც მიანიშნა და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის ღიაა. 

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოებას სირიაში შეჭრით დავიცავთ. არსებობს უკეთესი გამოსავალი, რომელსაც ჩვენს თურქ მეგობრებს ვთავაზობთ. ეს არის ადანის შეთანხმება, რომელიც სირიასა და თურქეთს შორის ისევ არსებობს. სირიის არმიას შეუძლია, თურქეთთან საზღვარი ანკარასთან ერთად დაიცვას“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა. 

14 ოქტომბერს სირიის ხელისუფლებამ ქურთების დასახმარებლად თურქეთის საზღვართან სამხედროები გაგზავნა. 

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. აშშ–მა ზონიდან საკუტარი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ვრცელდება ცნობები ქურთების მიერ კონტროლირებადი ციხეებიდან "ისლამური სახელმწიფო" მებრძოლების გაქცევის თაობაზე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძე - ომბუდსმენს: "აქ ისეთი რამ მოხდება, რაც ფილმებშიც არ გინახავთ"