"ვალდებულებების შეუსრულებელების შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება, ანაკლიის კონსრიციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს"

შუალედური ვალდებულებების შეუსრულებელების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, „ანაკლიის განვითარების კონსრიციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილმა კონსორციუმის ვალდებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა კონსორციუმს დღის ბოლომდე დაელოდება.

„ვინაიდან კონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგების საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ,"- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დღეს აქვს ბოლო ვადა წარმოადგინოს პროექტის ძირითადი ინვესტორები და ასევე პირველადი განაცხადი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის გამოყოფის თანხმობის მიღების თაობაზე.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო