ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული იგზავნება

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით $1.25 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში $3.7 მილიარდს აღემატება. ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 8.5%-ით მეტია. 

სხვა წლებთან შედარებით, გზავნილების ეს მოცულობა რეკორდულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნებიდან - გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა. 

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი კლება კი რუსეთის ფედერაციიდან ფიქსირდება, საიდანაც წლის 9 თვეში $309.3 მილიონი დოლარი შემოვიდა (თითქმის 1 მლრდ ლარი), ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ $26.6 მილიონით ნაკლებია. 

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

  • რუსეთის ფედერაცია - $309.3 მილიონი, კლება წინა წელთან 8%
  • იტალია - $174.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
  • საბერძნეთი - $141.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
  • აშშ - $132.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
  • ისრაელი - $120.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%
  • თურქეთი - $70.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
  • გერმანია - $35.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
  • ესპანეთი - $29.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
  • უკრაინა - $35.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
  • პოლონეთი - $16.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%
  • საფრანგეთი - $23.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%
  • ყაზახეთი - $16.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 161%
  • ყირგიზეთი - $19.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
  • აზერბაიჯანი - $16.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
  • გაერთიანებული სამეფო - $12.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
  • კვიპროსი - $10.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%
  • კანადა - $10.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
  • სომხეთი - $8.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%
  • ერაყი - $6.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
  • ირლანდია - $6.5 მილიონი, კლება წინა წელთან 13%

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს