სომხეთის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩანაცვლდება

სომხეთის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით  ჩანაცვლდება.  შესაბამისი განცხადება ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა გააკეთა. 

„ელექტრომობილებს ეკოლოგიის სფეროში არსებული გრანტით შევიძენთ. საუბარია 12  ელექტრომობილზე“, – განაცხადა გრიგორიანმა.

მისივე თქმით, სხვა მინისტრებთან ერთად ელექტრომობილებით ისარგებლებენ პრემიერი და მისი მოადგილეები. 

„გარდა ამისა, პრეზიდენტმაც გამოთქვა მსგავსი სურვილი“, –  დასძინა ერიკ გრიგორიანმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp