"სახელმწიფო ანაკლიის პორტის კომერციული რისკების დაზღვევას საკუთარ თავზე არ აიღებს"

ვიცე–პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო საკუთარ თავზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კომერციული რისკების დაზღვევას არ აიღებს. მინისტრის თქმით, ინვესტორმა და ბანკებმა უნდა იპოვონ შესაბამისი მექანიზმები, რათა რისკების დაზღვევა სახელმწიფოს ჩართვის გარეშე მოხდეს. განცხადება ვიცე–პრემიერმა ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

ცქიტიშვილის თქმით, მოლაპარაკება გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს მექანიზმები არ იქნება მოპოვებული. ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ 15 ივნისის ვადა, რაც პორტს საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებისთვის აქვს აღებული, შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს. 

“იქნება მოლაპარაკებების მესამე, მეოთხე და სხვა რაუნდები”,– ამბობს ცქიტიშვილი. 

“მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება შეხვედრა, რომელიც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ბანკებსა და სახელმწიფოს შორის იმ საინვესტიციო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის საკითხს, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რათა, ბანკებმა მოახდინონ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დაფინანსება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები იქნა შეთავაზებული ბანკების მხრიდან, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების ცვლილებაზე იყო საუბარი ამის მიუხედავად, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, გვქონდა არაერთი სამუშაო შეხვედრა მიმოწერის გაცვლაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან უკვე იქნა გამოთქმული მზაობა, რომ პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც ბანკების მხრიდან იყო გამოთქმული, რომ მომხდარიყო ერთგვარი შეთანხმება, კომპრომისი, დღეს კი იყო უშუალოდ შეხვედრა, რომელზეც ჩვენ გვქონდა ამ საკითხებზე საუბარი. 

მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის რაზეც არის მიღწეული, სამივე მხარეს შორის არის ის, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს ამ პროექტთან დაკავშირებით და უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმართებით. და დღევანდელი ჩვენი საერთო შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დღის განმავკლობაში კიდევ უნდა დავუახლოვოთ ჩვენი პოზიცია, იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად გვაქვს შეთანხმება მიღწეული, ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მოლაპარაკების საგნად და მთავარი აქ არის ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა და ეს არის ის პოზიცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი ამ კომერციული რისკების დასაზღვევად, ისე რომ სახელმწიფოს არ მოუწიოს ამ რისკების დაზღვევა, რა საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტრუმენტები ან უშუალოდ ბანკების ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის, რომ დაეხმაროს ინვესტორს ამ რისკების დაზღვევაში, შესაბამისად ყველანი ვართ, ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიურად განწყობილი. 

დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, დანარჩენ ყველა საკითხზე გვაქვს პრინციპული თანხმობა მიღწეული, შეთანხმება იმასთან დაკავშირებით რომ სახელმწიფომ უმეტესწილად გაიზიარა ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც ბანკების მხრიდან იყო. ჩვენი შეხვედრის შემდეგ უკვე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება შეხვედრა, რამდენიმე სამინისტროს, ბანკების და რა თქმა უნდა როგორც ინვესტორის, ასევე ჩვენი იურისტების მონაწილეობით რომლებიც ეცდებიან დღის განმავლობაში რომ უფრო დეტალური ფორმულირება მოახდინონ ყველა ამ ცვლილებების. რა თქმა უნდა დღეს შეიძლება ეს პროცესი ვერ დასრულდეს, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და დღეს ერთ შეხვედრაში შეიძლება ფორმულირებებზე ვერ შევთანხმდეთ. რჩება საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ სალაპარაკოა, მოლაპარაკებების რეჟიმია როგორც ავღნიშნე, მაგრამ მზაობა ყველა მხრიდან არსებობს. ყველაზე პრინციპული და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის კომერციული რისკების გარანტია.

პროექტის ვადებს რაც შეეხება, 15 ივნისი არის ვადა, რაც დათქმული იყო მხარეებს შორის. რა თქმა უნდა ბანკებსაც და მხარესაც სჭირდებათ დამატებითი ვადა. 15 ივნისის ვადა ჩვენთვის პრინციპული არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდით გადავდებთ კიდევ ამ ვადას, ეს მოხდება იმისთვის რომ ეს მოლაპარაკება კიდევ გაგრძელდეს. 

რა თქმა უნდა შესაძლებელია მესამე, მეოთხე რაუნდიც, იმდენი რამდენიც ამ უახლოეს პერიოდში დასჭირდება. რა თქმა უნდა მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ რისკები ვერ იქნება დაზღვეული სახელმწიფოს მხრიდან და ბანკებმა და კონსორციუმმა ამ შემთხვევაში უნდა მოძებნონ სხვა საშუალებები იმისთვის, რომ ბანკების საჭიროება, რომ კომერციული ინტერესი, რომ ინვესტორის კომერციული რისკი იქნეს უკეთ დაზღვეული. ბანკებმა და კონსორციუმმა ერთად უნდა მოძებნონ ის გამოსავალი, რაც ამისთვის არის საჭირო. სახელმწიფომ თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ამ რვა მოთხოვნიდან უმეტესი ნაწილი ყოფილიყო ჩვენი მხრიდან მიღებული და გაზიარებული, რაც შეეხება ინვესტორის კომერციულ რისკებს, ეს რა თქმა უნდა ბანკებსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკების საგნად რჩება. აქ ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ ამ მოლაპარაკებაში ჩავერთოთ. 

პორტის მშენებლობას რაც შეეხება ყოველთვის ახლავს და მისი თანმდევი არის გარკვეული რისკები, რა თქმა უნდა მთავარი რისკი არის შეძლებს თუ არა ინვესტორი საკმარისი ტვირთების მოზიდვას რათა პორტის პროექტი გახდეს წარმატებული,”- ამბობს ვიცე-პრემიერი. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp