ქურთებმა თურქული ქალაქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან, სადაც ქურთული შენაერთებია გამაგრებული, თურქეთის მიმართულებით საპასუხო სარაკეტო დაბომბვას  2 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა, – იუწყება Reuters.

გამოცემის ცნობით, ამჯერად ქურთებმა ქალაქი კიზილტეპე დაბომბეს. 

ცნობისთვის: 10 სექტემბერს ქურთებმა თურქეთის 5 ქალაქი დაბომბა, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა.

9 სექტემბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერტაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო