ოფიციალური ერევანი თბილისისგან განმარტებებს ელის

სომხეთი ქართული მხარისგან განმარტებებს ელის 11 ოქტომბრის ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საქართველოში სომხური გამოცემა Epress.am–ის ​ჟურნალისტები არ შემოუშვეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

„ჩვენ საქმის კურსში ვართ ამ პრობლემის შესახებ. საქართველოში სომხეთის საელჩო ქართველ პარტნიორებს დაუკავშირდა. ამ საკითხისადდმი ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია საქართველოს საგარეო უწყებისათვის და ჩვენ მისგან განმარტებებს მოველით. ამის შემდეგ ჩვენი საელჩო შესაბამის განცხადებას გააკეთებს“., – განაცხადა ნაგდალიანმა. 

ცნობისთვის: 11 ოქტომბერს სამი სომეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. შსს–ის განცხადებით, გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე სომეხი ჟურნალისტები არ შემოეშვათ, უწყებამ სუს–თან ერთობლივად მიიღო. მისივე ცნობით, კონკრეტულ პირებს სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკებთაზე უარი „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის" შესახებ კანონის საფუძველზე ეთქვათ. პუნქტი, რომელიც ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას განსაზღვრავს გულისხმობს „ყველა დანარჩენ შემთხვევას“, რომელიც კანონში გაწერილი არ არის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას“