"მოსკოვმა კიდევ ერთხელ უჩვენა ანკარას, რამდენად "სანდო" პარტნიორია"

ჩრდილოეთ სირიაში თურქული წინსვლა შენელდა,- იუწყება აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი და სირიაში მიმდინარე მოვლენების მისეული ანალიზისას რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას: 

"რუსეთმა თურქეთს ჩრდილოეთ სირიის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

შედეგად, თურქეთი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვეღარ ახერხებს საკუთარი სახმელეთო ნაწილებისა და პროთურქული ძალებს საჰაერო მხარდაჭერას - ვეღარ ბომბავს პროქურთულ ძალებს. მხოლოდ არტილერიით კი ძნელდება მისთვის სასურველი მიზნის მიღწევა. 

შესაბამისად, შენელდა თურქული წინსვლა ჩრდილოეთ სირიაში. 

მოსკოვმა კიდევ ერთელ უჩვენა ანკარას, რამდენად "სანდო" პარტნიორია რუსეთი. 

რუსეთი ამ ქმედებით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს:

  • 1. საკუთარ მარიონეტ ასადის რეჟიმს უფრო მეტი ტერიტორიის დაკავების საშუალებას აძლევს;
  • 2. ქურთების და დასავლეთის თვალში სურს საკუთარი თავის "მხსნელად" წარმოაჩინოს.

მართალია, ერთის მხრივ რეგიონში რუსეთის პოზიციები თვალსა და ხელს შუა ძლიერდება, მაგრამ მეორეს მხრივ, იძაბება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები".

იხილეთ ასევე: აშშ რეგიონს ტოვებს, რუსეთი ძლიერდება: რას უქადის სირიული კრიზისი საქართველოს

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა