"რუსი სამხედროები სირიისა და თურქეთის ძალებს შორის ფრონტის ხაზზე პატრულირებენ"

რუსეთი აცხადებს, რომ არ დაუშვებს შეტაკებებს თურქეთის და სირიის ძალებს შორის, იმ ფონზე, როცა თურქეთი იერიშს ახორციელებს ქურთთა ძალების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში.

"ამგვარი კონფრონტაცია უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ",– განაცხადა სირიაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას. 

მისივე თქმით, თურქეთის და სირიის ოფიციალურ პირებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ საიმისოდ, რომ ნებისმიერი შეტაკება თავიდან იქნეს აცილებული.

ამასთან, რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსი სამხედროები პატრულირებენ სირიის და თურქეთის ძალებს შორის ფრონტის ხაზზე – ჩრდილოეთის ქალაქ მანბიჯთან, რათა ეს ძალები ერთმანეთისგან განცალკევებულნი დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ქვეყანაში ძალები 2015 წლიდან ჰყავს. თურქეთმა გასულ კვირაში დაიწყო შეტევა იმ მიზნით, რომ სასაზღვრო რეგიონიდან უკან დაახევინოს ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ სირიის დემოკრატიულ ძალებს. თურქეთი ქურთთა ძალებს ტერორისტებად მიიჩნევს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა