"მოდი, ნატო გავცვალოთ აფხაზეთში" - ბერძნიშვილი ივანიშვილთან საუბარს იხსენებს

"რესპუბლიკელ" დვით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ნატო პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. დასტურად ის ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს გაჟრერებულ წინადადებას იხსენებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდრს გეოპოლიტიკაზე წარმოდგენაც არ აქვს.  

"2014 წლის მაისში, ივნისში მას ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის უთქვამს, რომ "ნატო–ში მაინც არ მიგვიღებენ, ამიტომ მოდით, ნატო გავცვალოთ აფხახეთში". ჩვენ ვუთხარით, რომ ნატო აფხაზეთში არ იცვლება და ეს ასე არ არის...ანუ ნატო–ზე უარს თუ ვიტყვით, რუსეთს მოველაპარაკებით, რომ აფხაზეთი დაგვიბრუნოს. მას წარმოდგენა არ აქვს გეოპოლიტიკაზე. ის ძალიან მარტივად უყურებს",– განაცხადა ბერძენიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„აქ ჩვენ რაღაცის მოსაგებად კი არ ვდგავართ, აქ ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ ქართველებს არ შეგვიძლია მონობაში ცხოვრება“