"ივანიშვილმა მითხრა, შევეშვათ ანაკლიას: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო"

მოძრაობის ლელო დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე ისაუბრა. მან თქვა, რომ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას მან უთხრა, რომ პროეტქს უნდა შეშვებოდნენ:

"მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ "იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?" მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე... რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ "იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო...ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო."

ამავე ინტერვიუში ზახარაძემ განაცხადა, რომ პროექტში ინვესტირების განხორციელებას მსხვილი ამერიკული კომპანია გეგმავდა, თუმცა განზრახვა საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა:

"დეკემბერში, ერთ-ერთმა ამერიკულმა უზარმაზარმა საინვესტიციო კომპანიამ, დაამთავრა ანაკლიის თემის შესწავლა და პრინციპული თანხმობა გვითხრა ინვესტიციის ჩადებაზე. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენ, არსებულ უცხოელ და ქართველ ინვესტორებს 75 მილიონი დოლარი გვაქვს ჩადებული კომპანიაში, 400 მილიონი გამზადებულია შემოსასვლელად, ბანკების დაფინანსება. კომპანიის სახელს ვერ დავასახელებ, არ მაქვს ამის უფლებამოსილება, მაგრამ დადგება ამის დროს. შევხვდი ამ კომპანიის თავმჯდომარეს ნიუ იორკში. შევთანხმდით არა მარტო ანაკლიაში ინვესტირებაზე, არამედ ხელი ჩამოვართვით, რომ ისინი გახდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სხვა პროექტებში. იქვე დაავალა თავის დირექტორს, რომ დავხუროთ ფინანსურად თემა. ერთი კვირა გადის - არ ჩანან, ორი კვირა გადის - არ ჩანან. ამბობენ, რომ მესამე კვირას ჩამოვდივართ, ვხვდებით თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ვუთხარით რომ წავყვებოდით მაგრამ, ასე გვითხრესო, რომ მარტო შევხვედროდითო. მე არ ვიცი ვის შეხვდნენ. მიახლოებით ეჭვი მაქვს. ასეთი გზავნილი გვითხრეს - ჩვენ გვითხრესო, რომ თქვენ აქ სასურველი არ ხართო. თავი შეიკავეთ ინვესტირებაზე. ამის შემდეგ გამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო და ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებს ანაკლიაზე. მეორე დილას, იგივე პიროვნება, ამ ფონდის გენერალური დირექტორი, გვირეკავს ვაშინგტონიდან და გვეუბნება - შევხვდი დილას პრემიერ ბახტაძეს და გვითხრეს მწვანე გაქვთ ანთებულიო. მწვანეს რატო აუნთებ თუ წითელი არ იყო ანთებული? ჩვენ განვაახლეთ და თვენახევარში დავხურეთ თავიდან ეს შეთანხმება. აგვისტო მოდის, გვირეკავენ, ისევ დაგვიკავშირდნენ თქვენი [მთავრობიდანო]. ამის შემდეგ წაგვიყენეს ბრალი, სამი ბრიფინგი ჩაატარეს, მთელ მსოფლიოს უთხრეს, რომ საქართველოში ფული გაათეთრეს ბადრიმ და მამუკამ. ყველა პარტნიორს გააგებინეს".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას“