თბილისში 12 წლის მოზარდი დაჭრეს

გლდანში, მეტროს სადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი. 

დაჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა