ლილუაშვილი: „სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან. ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ.

„კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ისლამური სახელმწიფო. მოგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო წავიდა დასუსტებისკენ, დაკარგა ბევრი მებრძოლი და აქტიური ღონისძიებებიდან გადავიდა შეფარულ მოქმედებებზე, რაც გამოიხატება წერტილოვანი ტერაქტების მოწყობაში. თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ წინა დღეებში განვითარებული მოვლენები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე სადაც მნიშვნელოვანი დისონანსის შეტანა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობის წარმატებით წარმართვაში და წარმოიშვა გარკვეულწილად რისკები იმისა, რომ დაკავების ადგილებიდან და ლტოლვილთა ბანაკებიდან შესაძლებელია თავისუფალ სივრცეში მოხვდნენ ძველი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები, რაც თავისთავად ქმნის ახალ რეალობას და ახალ გამოწვევას, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის.  აღნიშნულთან დაკავშირებით  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხითაც, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თუმცა მცირე ნაწილი  მონაწილეობას იღებდა მიმდინარე ღონისძიებებში სირიის ტერიტორიაზე და ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ კოალიციას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართლდებით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზვიად ძიძიგური საპარლამენტო თანამდებობას და უმრავლესობას ტოვებს