"ფაქტობრივად, ორი წლით გადავავადეთ ანაკლიის მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით,  "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" საკუთარი ვალდებულებები წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დამატებითი ვადა აღარ მიეცემა. 

"დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვახდენთ გადავადებას, ეს არის უკვე მეექვსე გადავადება, ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო გადავადებით სწორედ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, დამეთანხმებით ალბათ და ვფიქრობ, საზოგადოებაშიც ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა