„პატივს ვცემთ თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ სირიაში მისი ქმედებები პროპორციული უნდა იყოს“

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის ქმედებები „პროპორციული უნდა იყოს“.

„მოსკოვი პატივს სცემს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ანკარის ქმედებები პროპორციული უნდა იყოს და არ აზარალებდეს სირიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.  

14 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეზღუდეს. 15 ოქტომბერს კი აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწეს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
«სსრკ-ის დაშლის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ყველაზე უარეს მოლოდინებში წარმოიდგენდა»