„საკითხების უმეტესობაზე პოზიციებში განსხვავებებია, მაგრამ ყველა მხარის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა, დამაიმედებელია“

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელის განცხადებით, ანაკლიიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) საკითხების უმეტესობაზე განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ დღეს მთავრობის, კონსორციუმისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთანხმების მისაღწევად მუშაობა გაგრძელდება. 

„ზოგადად, საკითხების უმეტესობაზე პოზიციებში ცოტა განსხვავებებია. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ყველა მონაწილე მხარის მხრიდან თანამშრომლობის სრული მზადყოფნაა. ეს ძალიან დამაიმედებელია და მე ვფიქრობ, რომ ამ ტემპით და ფინანსური ინსტუტუტებისგან მოზიდული რესურსებით, ამ ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp