რატომ მოხვდნენ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიაში გარდაცვლილები - ლილუაშვილის ვერსია

ჩვენი ინფორმაციით, ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში შეყვანილნი არიან გარდაცვლილი პირები, თუმცა სანამ არ გვექნება დადასტურებული მტკიცებულება - ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი გარდაცვალების შესახებ, ამაზე ოფიციალურად ვერ ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, სერგი კაპანაძის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ლილუაშვილის თქმით, სიაში შეყვანილი ზოგიერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება ქართული მხარისთვის რთულია.

„ეს ინფორმაცია უნდა დადასტურდეს მთელი რიგი ექსპერიმენტების, ექსპერტიზების და ექსპერტთა ჩვენებების საფუძველზე, რასაც ჩვენი მხარე მოკლებულია, მიუხედავად არაერთი მცდელობისა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა