აფხაზეთში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მაშველებმა რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს, რომელიც, საგანგებო სიტუაციათა დე ფაქტო სამსახურის ინფორმაციით, მდინარე კოდორმა 10 ოქტომბერს გაიტაცა.

დე ფაქტო უწყების ცნობით, თემურ ძეიდოვის ცხედარი დასასვენებელ ბაზა „აპსნი ედვენჩერის“ მიდამოებში, კოდორის ხეობისკენ მიმავალი პირველი გვირაბიდან 500 მეტრში აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა