თურქული ოპერაციის კრიტიკის გამო 200 პირი დააკავეს, 839 კი დაკითხვაზე დაიბარეს

სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო თურქეთში 200 ადამიანი დააკავეს,- იუწყება „დოიჩე ველე“.

არსებული ცნობებით, დაკავებულ პირებს სოციალური ქსელების საშუალებით ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ პროპაგანდაში ედებათ ბრალი. 

მედია წერს რომ პროკურატურაში დაკითხვაზე 839 ადამიანი დაიბარეს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო