“კალაძის ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას"

მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას, – ასე აფასებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაზე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას. 

“ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს… ალბათ, არ ვუპასხებ რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. შესაბამისად, ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტკოსების სალაპარაკო ენა იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კახა კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესასრულებლად „არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობა“.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა ისევ გადადო