"ჩვენი მონაცემებით, გავრილოვი აფხაზეთის ომში არ მონაწილეობდა"

ჩვენი მონაცემებით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აფხაზეთის ომში არ მონაწილეობდა, – ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა RTVI-ის ეთერში თავად აღიარა, რომ აფხაზეთის ომში “ქრისტიანებს ეხმარებოდა". 

"RTVI-ის ჟურნალისტს უთხრაო და შეიძლება კეკლუცობდა ის კაცი მიკროფონთან, რომ რაღაც დავალებებს ასრულებდა.  ჩვენი მონაცემებით, ომში არ მონაწილეობდა”, – განაცხადა ლილუაშვილმა. 

დეპუტატის კითხვაზე, გასცა თუ არა სუს-მა რეკომენდაციები მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გარკვეული პირების არ შემოშვებასთან დაკავშირებით, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი რეკომენდაციები რამდენიმე პირის მისამართით გაიცა, თუმცა "გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სასამართლო: "18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა, სხდომა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა"