"ივანიშვილმა "პროგრეს ბანკის" შეძენა მთხოვა და „თიბისიმ“ მხოლოდ ჯანსაღი აქტივები შეიძინა"

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას პროგრეს ბანკის" შეძენა ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. 

როგორც ხაზარაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა 2016 წელს, როცა "თიბისი" "რესპუბლიკა ბანკის" შეძენას გეგმავდა და გარიგება თითქმის დახურული იყო, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძე ამბობს, რომ შეჩერებული ტრანზაქციის საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრის დროს წამოჭრა.

ხაზარაძის თქმით, ამის შემდეგ ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შეძენა თხოვა და დააყოლა, რომ ამ შემთხვევაში იქნებ რესპუბლიკა ბანკის გარიგებაც დასრულებულიყო:

"ივანიშვილმა ითქვა ასეთი რაღაც, თუ "პროგრეს ბანკსაც" იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", — განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, "პროგრეს ბანკში" აუდიტმა არასასურველი მდგომარეობა გამოავლინა და ამის გამო "თიბისიმ" "პროგრეს ბანკის" მხოლოდ ჯანსაღი აქტივები შეიძინა. ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა აქტივები და ტრანზაქციები ფულის გათეთრების ეჭვებს აჩენდა:

"თიბისი ბანკმა" როცა დაიწყო აუდიტი "პროგრეს ბანკის" და ნახა იქ რა მდგომარეობაა, შეიძინა მხოლოდ რამოდენიმე ჯანსაღი აქტივი. კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. იმის იქით აღარ წასულა "თიბისი ბანკი". ამის მერე ეროვნულმა ბანკმა სასწრაფო წესით დარჩენილი რაც იყო იმას ლიკვიდაცია გაუკეთა ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე. ეს არის ძალიან საეჭვო. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული". 

ცნობისთვის: "პროგრეს ბანკი" 2007 წელს თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ დააფუძნა, "პროგრეს ბანკის"  22%-იან წილის ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია