სებ–ი: "მივმართეთ „თიბისის“, თუ არსებობს "პროგრეს ბანკზე" დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც"

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ არსებობს "პროგრეს ბანკზე" დოკუმენტი, "თბიბისიმ" ის სამართალდამცავ ორგანოებს და სებ–ს გადასცეს.

„საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას "პროგრეს ბანკის" შეძენა ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. მისივე თქმით, "პროგრეს ბანკში" აუდიტმა არასასურველი მდგომარეობა გამოავლინა და ამის გამო "თიბისიმ" "პროგრეს ბანკის" მხოლოდ ჯანსაღი აქტივები შეიძინა. ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა აქტივები და ტრანზაქციები ფულის გათეთრების ეჭვებს აჩენდა. 

„ჩვენ ვაპირებდით ბანკის შეძენას, მაგრამ, რაც იქ დახვდა „თიბისი ბანკს“, იმის ხელის ხლება არ შეიძლებოდა, მარტივად რომ ვთქვათ. შესაბამისად, რამდენიმე ჯანსაღი აქტივი იქნა შეძენილი, დანარჩენი თავის ბანკიანად ეროვნულმა ბანკმა ძალინ ოპერატიულად გააქრო რადარებიდან. ამიტომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის ადამიანები, პროკურატურა უნდა დაინტერესდნენ. მე ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას ყველასგან განსხვავებით, იმ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც არღვევენ, „ქართული ოცნება” მყავს მხედველობაში, პირდაპირ პროკურორებივით ბრალს გვდებენ მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც დანაშაულში. ამ ხაზს არ გადავდივარ. გამოვთქვამ ძალიან სავარაუდო ეჭვს, რომ ეს საქმე არის საზოგადოებისთვის ძალიან ფართოდ გამოსააშკარავებელი“, – განაცხადა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ცნობისთვის: "პროგრეს ბანკი" 2007 წელს თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ დააფუძნა, "პროგრეს ბანკის"  22%-იან წილის ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.






Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა