ტალახაძე საპატიო ბათუმელი გახდა

ძალოსნობაში მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აღნიშნული ჯილდო სახელოვან ქართველ სპორტსმენს ბათუმის ვიცემერმა თენგიზ პეტრიძემ მერიაში ვიზიტისას გადასცა. შეხვედრაზე ლაშა ტალახაძეს მიღწეული წარმატებები მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა ძალოსნობაში წლის საუკეთესო მამაკაცის წოდება.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp