თეთრი სახლი ტრამპის მიერ ერდოღანისათვის მიწერილ წერილს აქვეყნებს

თეთრი სახლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მის თურქ კოლეგა რეჯეფ ტაიფ ერდოღანისადმი მიწერილ წერილს აქვეყნებს, რომელიც 9 ოქტომბრით დათარიღდება. თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო გეგმის შესახებ ტრამპს 6 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის დროს ამცნო.

წერილის თანახმად, ტრამპი ერდოღანს ოპერაციის შესაძლო შედეგების შესახებ აფრთხილებდა.

„ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი,“ – სწერდა დონალდ ტრამპი ერდოღანს.

ამასთან, ტრამპი წერს, „მოდი, გამოვიმუშავოთ კარგი შეთანხმება! თქვენ არ გსურთ, იყოთ პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის განადგურებაზე და მეც არ მსურს, ვიყო პასუხისმგებელი თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე, თუმცა მე ვიქნები! მე უკვე გაჩვენე მცირე მაგალითი, როგორც ეს პასტორ ბრენსონის შემთხვევაში მოხდა“, – წერს ტრამპი წერილში.

გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეუბნება ერდოღანს, რომ ქურთთა დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაური გენერალი მაზლუმ ქობანი აბდი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობისთვის.

„ისტორია მოწყალე იქნება შენს მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი ერდოღანს.

აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ვაშინგტონს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად „მწვანე შუქი“ არ აუნთია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კუდ-ის თანამშრომლები დააკავეს