სამართალდამცველებმა ბიზნესმენი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ერთ - ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება SONY- ს სასაქონლო ნიშნით და სავაჭრო ობიექტზე მათი რეალიზაცია მოახდინა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ამოიღეს 39 ერთეული მაგნიტოფონი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზვიად ძიძიგური საპარლამენტო თანამდებობას და უმრავლესობას ტოვებს