კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 5%–ით შეუმცირდათ

კომერციულ ბანკებს დღეიდან უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 30%–დან 25%–მდე შეუმცირდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციულ ბანკებს დაახლოებით 700 მლნ დოლარის დარეზერვებული თანხა გაუთავისუფლდებათ, რომელიც შეიძლება, ბაზარს მიაწოდონ და დოლარზე მოთხოვნა გარკვეულწილად დააბალანსონ.

ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავალუტო კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს და დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს