ეკონომიკის მინისტრი - "ანაკლიის კონსორციუმს": "საქმეს მიხედეთ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მოუწოდებს, "საქმეს მიხედონ".

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. 2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტს ვადების გადაწევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს", - განაცხადა მინისტრმა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა