ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა: "ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე"

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს  შეხვდა. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესა და უნეტარესთან ილია მეორესთან. ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე - ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის”, – ნათქვამია ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო