ბარსელონაში მიმდინარე არეულობების გამო ესპანეთი პოლიციის დამატებით ძალებს აგზავნის

ბარსელონაში მიმდინარე არეულობების გამო ესპანეთი პოლიციის დამატებით ძალებს აგზავნის. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ  ფერნანდო გრანდე-მარლასკას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები 14 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.  დემონსტრანტებმა ქუჩებში ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა საგნებს. სამართლდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 51 ადამიანი დააკავა.

14 ოქტომბერს  ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით კი კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტი საზღვრებს შორის „გაიჭედა“