გიორგი მარგველაშვილი: „სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ, როგორ ივლიან ქუჩებში“

„საქართველოში ჩემს საფრთხეს დღეს ვერ ვხედავ, აქ პრობლემური ის კი არ არის, რომ მე მარტომ გავიარო სადმე...ნამდვილად არ მაქვს სადმე მარტო გავლის არ შიში, არ ხიფათი. სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ, რამდენიმე წელიწადში თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში როგორ ივლიან. მე ამის საშიშროება კი არ მაქვს, სტატუსის [პრეზიდენტის] დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა და სწორედ ამაზეა საუბარი. ეს ხომ გადახვევაა იმ სტანდარტიდან, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს. ის, რომ დეპუტატს აქვს პენსია და პრეზიდენტს - არა, ეს ხომ კომიკურია.  15 იანვარს რომ გადავმდგარიყავი თანამდებობიდან და 16 იანვრამდე არ მიმეღწია, პენსია რომ მექნებოდა, ეს ხომ კომიკურია? [თუ პრეზიდენტი გადადგა თანამდებობიდან, მასზე კანონის ძველი რედაქცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მას აძლევენ ანაზღაურებას და ა.შ.]“.

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ის ახალი კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, თუ არ არსებობს განსაკუთრებული აუცილებლობა და საფრთხე, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს თანამდებობის დატვებიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა ეხსნებათ, პერსონალურად მისთვის მიღებულად აფასებს. მარგველაშვილი განმარტავს, რომ მთავარი არა პერსონალიები, არამედ არამედ თავად ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებაა. 

მარგველაშვილი დაცვის წევრებს ხუთი წლის განმავლობაში აწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. ის იხსენებს, რომ პრეზიდენტად კენჭის ყრის დროს ერთადერთი მოთხოვნა იყო, არ ჰქოლოდა დაცვა.    

ექს-პრეზიდენტის შეფასებით ტრაგედია არა პერსონალური უთანხმოება, არამედ ამ უთანხმოების გამო ინსტიტუტის დაკნინებაა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო