„მაკკეინის ინსტიტუტმა“ საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციაზე“ ვიდეორგოლი მოამზადა

„მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისთვის“ „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენთან“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან“ ერთად მოამზადა ვიდეორგოლი, რომელიც ასახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებულ „ბორდერიზაციის“ პროცესს. 

„ბორდერიზაცია“ 2011 წლიდან დაიწყო. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ გამოკვლევის თანახმად, ის ხორციელდება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა  და ადგილობრივი სეპარატისტული ძალების მიერ. 2011 წლიდან დღემდე „ბორდერიზაციის“ 155 შემთხვევა აღინუსხა. 


როგორც „მაკკეინის ინსტიტუტში“ აცხადებენ,„რიგ შემთხვევაში რუსეთი იკავებს მეტ ტერიტორიას, რასაც შეიძლება, ეწოდოს „მცოცავი ანექსია“. ეს მოქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას. ეს პრაქტიკა არა მარტო ერთმანეთისგან აშორებს ოჯახებს და საზოგადოებებს, რასაც ადამიანურ ტრაგედიამდე მივყავართ, აგრეთვე ამცირებს სამომავლოდ ამ ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაციის შესაძლებლობას“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ