ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პრობლემისადმი მიძღვნილი, რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლო უწყებათაშორისი ერთობლივი კონფერენციის მთავარი კონცეფცია.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, გადაწყდა, რომ კონფერენციის მთავარი გეზი საერთაშორისო სამართლებლივ ჭრილში განისაზღვროს და მსოფლიო გამოცდილების გაზიარების სახე მიიღოს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ ბელაშვილი, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი თამარ ჭუმბურიძე, ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები: მარიამ გაბაშვილი და თამთა ხოსროშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
განათლების მინისტრმა მე–5, მე–6 და მე–7 მოადგილეები წარადგინა