პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, არც ერთი კითხვა არ არსებობს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. 

პრეზიდენტის აზრით, არჩევნების პროცესში იყო დარღვევები, თუმცა საბოლოო შედეგებზე მათ გავლენა არ მოუხდენიათ. 

"საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, შუალედური არჩევნები საქართველოში შედგა, საარჩევნო გარემო იყო საკმაოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული და არ არსებობს არც ერთი კითხვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის მთავარი - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის ნაწილია ასევე არჩევნების შედეგების აღიარებაც, რაც ალბათ, აუცილებლად უნდა შევახსენოთ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, რაც ასევე კარგად გამოჩნდა უკრაინაში. მაგალითად, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მისივე აზრით, რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესში იყო ცალკეული ხარვეზები და დარღვევები, რაც, რა თქმა უნდა, არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე. თუმცა მეორე მხრივ, აუცილებელია, თითოეული ამ ფაქტის შესწავლა და გაანალიზება იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნებისთვის თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ტიპის დარღვევები",- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი