ერდოღანისა და პენსის შეხვედრა დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა.

აუდიენცია დახურულ კარს მიღმა 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

მაიკ პენსისა და ერდოღანის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი შედიან, თურქეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის მიზანი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაა.

თავდაპირველად ​თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ერდოღანმა პოზიცია შეიცვალა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა