ავარია ვაზისუბანში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა, ერთი ქალბატონი კი დაიღუპა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული. 

წინასწარი ცნობებით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი სამ მანქანას.

გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა