სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შემდეგ ერდოღანი ტრამპს პასუხობს

სირიის ჩრდილოეთში თურქული სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შეჩერების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

„ბატონო პრეზიდენტო, უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როდესაც ჩვენ ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მთავარი მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: "არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება".

ტრამპმა ბრიფინგიც გამართა და მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს თურქეთში გამგზავრებისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისთვის.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის, რაც მან რეგიონში გააკეთა, "არასტანდარტულია.“

"ერთი წვეთი ამერიკული სისხლის დაღვრის გარეშე, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის სასაზღვრო რეგიონში. ზოგჯერ მათ ჩხუბის საშუალება უნდა მისცე. ეს ძალიან ჰგავს ორი ბავშვის ამბავს. როცა თავდაპირველად მათ წაჩხუბების საშუალებას აძლევ და შემდეგ აშველებ,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სირიაში წარმოებული სამხედრო ოპერაცია 120 საათით შეწყდება. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტი საზღვრებს შორის „გაიჭედა“