თადუმაძე – პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებაზე: "კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ"

თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში შეწყალების საქმეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულისთვის განხორციელებული შეწყალების აქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს