უნგრეთის პრემიერი - თურქეთის მუქარაზე: "იძულებული გავხდებით, ძალა გამოვიყენოთ"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუ თურქეთი მუქარას შეასრულებს და ლტოლვილებს ევროპისკენ "კარს გაუხსნის“, უნგრეთი იძულებული იქნება, სერბეთთან საზღვრის დასაცავად ძალა გამოიყენოს

"თურქეთი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ მოაგვაროს ლტოლვილების საკითხი, გაგზავნოს უკან სირიაში თუ გზები გახსნას ევროპისკენ. თუ თურქეთი ამ უკანასკნელს აირჩევს, ეს ადამიანები უნგრეთის სამხრეთ საზღვრიდან შეეცდებიან ევროპაში შესვლას“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ევროკავშირმა თურქეთს მეტი თანხა უნდა გამოუყოს, სირიის ქალაქების ხელახლა ასაშენებლად.

შეგახსენებთ, 2015 წელს, უნგრეთის გადაწყვეტილებით, სერბეთის საზღვართან ღობე აღმართეს მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად. რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი არ შეწყვეტდა თურქეთის ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, თურქეთი 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ „გზას გაუხსნიდა“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისის ზღვაზე მკვლელობა მოხდა