ევროკავშირი თურქეთს სანქციებს უმზადებს

ევროკავშირი კვიპროსის სანაპიროსთან თურქეთის მიერ უკანონო ბურღვითი ოპერაციების გამო, სანქციების დაწესებას გეგმავს.

„ევროკავშირი ადასტურებს ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, თურქეთის მიერ უკანონო ბურღვით საქმიანობაზე კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და უდასტურებს სოლიდარობას კვიპროსს,“ – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

თურქეთმა საბურღი სისტემით აღჭურვილი ხომალდი დაზვერვითი სამუშაოებისთვის კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონის წყლებში ცოტა ხნის წინ გაგზავნა. ამ ნაბიჯს კვიპროსის ხელისუფლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს