უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის დღეს, თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ცნობისთვის: გუშინ ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა და რადა დაითხოვა. 

ზელენსკის ინაუგურაციას ხუთი ქვეყნის – საქართველოს, ლიეტუვას, ლატვიის, უნგრეთის და ესტონეთის პრეზიდენტები დაესწრნენ.  ცერემონიაზე მიწვეული იყო უკრაინის ყველა ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა.



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' მარტვილის მუნიციპალიტეტში