თურქეთში ვიზიტის შემდეგ პომპეო ისრაელში ჩავიდა

თურქეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ისრაელში ჩავიდა.ვიზიტის ფონია აშშ–ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გაიყვანოს სამხედროები იმ ტერიტორიიდან, სადაც თურქეთი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს. თავად ქურთები კი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ–ის მთავარ დასაყრდენად მიიჩნეოდნენ რეგიონში. ტერიტორია, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს, სირიელმა და რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. აშშ–ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს თავად აშშ–იც.  

„როიტერის“ ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

დღესვე პომპეო ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას.

ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად იმყოფებოდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სტოლტენბერგი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოსა და უკრაინას