კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის

კრემლი თურქეთისგან სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასა და შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმებაზე ინფორმაციას ელის,– ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

ცნობილია, რომ თურქეთის პრეზიდენტი 22 ოქტომბერს სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რუს კოლეგასთან გეგმავს შეხვედრას. 

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს თურქეთში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერდოღანი ცრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის 120 საათით შეჩერებას დასთანხმდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძემ ომბუდსმენის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახა